ახალი ამბები
სამკაული და სახელმწიფო - ლექცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემას სამკაული და სახელმწიფო წარმოადგენდა, რომელიც ისტორიკოსმა ნინო ლორთქიფანიძემ წაიკითხა.

რა ისტორია აქვს სამკაულს და რა ინფორმაციას იძლევა იგი ქართული სახელმწიფოსა და ისტორიის განვითარების კუთხით. აღნიშნულ თემაზე ნინო ლორთქიფანიძემ წიგნი გამოსცა "ქართული სამკაული". ამ წიგნის მიხედვით მომზადდა ლექცია, რომელიც ისტორიული მუზუმის ინიციატივით მოეწყო.

" რა როლი აქვს სამკაულს და რა შინაარსის შემცველია იგი ქართული  სახელმწიფოს განვითარების კუთხით. ჯერ კოლხურ იბერიული ოქრომჭედლობით და შემდეგ ქრისტიანული ოქრომჭედლობით. როგორ მომზადდა ანტიკულ ხანაში ნიადაგი იმისთვის, რომ შემდეგ ჩამოყალიბებულიყო ქრისტიანული ოქრომჭედლობა. ამ საკითხებს ეხება წიგნიც და ლექციაც", - აღნიშნა ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ომარ ლანჩავამ.

ნინო ლორთქიფანიძემ მიმოიხილა არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი რამდენიმე ცნობილი კოლხური სამკაული და მათ მაგალითზე ისაუბრა თუ როგორ აისახა სამკაულზე ისტორია, რელიგიური რწმენა წარმოდგენები, სახელმწიფოსა და ზოგადად კულტურის განვითარება.

შეხვედრაზე აღინიშნა რომ წიგნი "ქართული სამკაული" მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული კულტურის ისტორიისათვის.

აღნიშნული ლექცია „დავითობის“ დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
11:33 / 03.11.2025
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
10:52 / 03.11.2025

"ვარ ორი პრინცესას მამა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა",- ამის შესახებ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელი, თენგიზ გველესიანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბარობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.