ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ძმასთან და მეგობართან ერთად, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
დეპუტატის ადვოკატი, გიორგი დვალიშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ დაკავებულებისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

"ბრალის წაყენების შემდეგ დადგება აღმკვეთი ღონისძიებები. ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ დღეს, ან ხვალ უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი, ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ," - ამბობს დვალიშვილი.

ადვოკატი განმარტავს, რომ ცემის ფაქტზე გამოძიება 5 იანვარს დაიწყო. ხოლო საქმე 333-ე მუხლით აღიძრა, რაც სამსახურეობის უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ბრალდებულის სახით კი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ძმასთან და მეგობართან ერთად, 6 თებერვალს ღამით დააკავეს.

საკრებულოს წევრის მხრიდან შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითაა დაწყებული.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძემ ძმასთან ერთად მძარცველი სცემა, რომელმაც სავარაუდოდ დეპუტატის მამის სასაფლაო გაძარცვა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.