ახალი ამბები
საქართველოს პროკურატურა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის დაკავებას ადასტურებს
FaceBook
საქართველოს პროკურატურაში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ლაშა გვენეტაძის დაკავებას ადასტურებენ.

"ქუთაისიპოსტთან" საუბარში უწყების საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა , ნათია სუხიაშვილმა განმარტა,რომ საკრებულოს წევრის მხრიდან შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითაა აღძრული.

რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალსწინებს.
პირს წარდგენილი ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში 10- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვენატაძე ძმასთთან ერთად, საქართველოს პროკურატურამ 6 თებერვალს, ღამით დააკავა. ისინი პროკურატურამ ცემის ფაქტზე აიყანა.


წინასწარი ინფორმაციით, ძმებმა პირი მამის  საფლავის გაქურდვის გამო ცემეს. ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე, სადაც საკრებულოს წევრის, ლაშა გვენეტაძის მამაა დაკრძალული ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც საფიჩხიის სასაფლაოს მენეჯერი განმარტავს, საფლავის ქვაზე მიმაგრებული სპილენძის ნაკეთობა მოიპარეს. შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.