ახალი ამბები
ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას - გოგი წულაია ფესვებგადაჭრილ ხეებზე
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულიას განცხადებით, ხეები,  რომლებსაც ფესვების ნაწილი გადაუჭრესადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
"საკითხის შესასწავლად გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს მივმართე. მათ მიმართეს მერიას, საიდანაც უპასუხეს, რომ ხეებს სასიცოცოხლოდ მნიშვნელოვანი ფესვები არ დაჭრია და ის არც საფრთხეს წარმოადგენს. ვითხოვ კიდევ ერთხელ შეისწავლოს მერიამ ეს საკითხი. ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას", - აცხადებს გოგი წულაია.

ქუთაისის მერიაში განმარატვენ, რომ ასათიანის ქუჩაზე არსებულ ხეებს ფესვების ნაწილი სანიაღვრე სისტემის გაყვანის მიზნით დააჭრეს. თუმცა, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ის საფრთხის შემცველი არ არის.

"აუცილებელია, რომ გზას ჰქონდეს ღვარსადენი. მოხდა ხეებთან შეხება. მაგრამ არ მომხდარა ძირითადი ფესვის დაზიანება. მხოლოდ ფუნჯა ფესვები დაეჭრა ხეს. ეს კი საშიში არ არის", - განმარტავს ქუთაისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების უფროსის მოვალების შემსრულებელი, ნატო ბურჯალიანი.

გარემოს ზედამხედველობის სააგენტოში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ მათ მიერ მოხდა ხეების შესწავლა და ფუნჯა ფესვების დაჭრილის გამო ხეებს  სასიცოხლო დაზიანება არ აქვს. სააგენტოში განმარტავენ, რომ ფესვებგადაჭრილი ხეები არც ადამინისთვის არის საფრთხის შემცველი. 


ქუთაისში, ასათიანი ქუჩაზე წყლის სისტემის სარებილიტაციო სამუშაობი მიმდინარებს, რომელსაც წყალმომარეგების კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფი თურქული კომპანია SMK ახორციელებს. 

გოგი წულაია – ქუთაისის მერიამ 140 ხეს ფესვები გადაუჭრა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.