ახალი ამბები
ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში მხოლოდ 4%–ით გაიზარდა – „საიას“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია
FaceBook
საქართველოში ქალთა თანამონაწილეობა  პოლიტიკაში უმნიშვნელოდ არის  გაზრდილი.

ამის შესახებ, დღეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ"    "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებებები და გამოწვევები"  კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე წარმოადგინეს. 

კვლევის ავტორთა თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ქალთა თანამონაწილეობა პოლიტიკაში გაზრდილია, მაგრამ მონაცემების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა სტანდარტებისგან ჯერ კიდევ შორსაა.

"4%–იანი ზრდა გვაქვს საკანონმდებლო ორგანოში ქალი პარლამენტარების კუთხით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მინიმუმ 40%–ით უნდა იყვნენ წარმოდგენილი ქალები, გენდერული ბალანსი რომ დაცულად ჩაითვალოს. გარდა ამისა, მთავარი ის კი არ არის, დაცულია თუ არა ეს ბალანსი პროცენტულად, უფრო მნიშვნელოვანია არიან თუ არა ქალები გადაწყვეტილებების მიმღები პირები, როგორია მათი ჩართულობა პოლიტიკურ პარტიაში როგორც გუნდის წევრის",–განაცხადა საიას საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელმა, ირმა პავლიაშვილმა.

კვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა გაცილებით უფრო მწვავეა  თვითმმართველობებში. კვლევის ავტორთა თქმით, საქართველოს მასშტაბით, არც ერთი მერი და გუბერნატორი ქალი არ არის.

პრეზენტაციაზე საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში, საკანონმდებლო ორგანოში ქალ დეპუტატთა რაოდენობის სტატისტიკაც წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ყველაზე ცოტა ქალი საქართველოს პარლამენტში 2000 წელს, მხოლოდ 6% იყო.

ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში კი სტატისტიკა 4%–ით  გაიზარდა. 2012 წელს საქართველოს პარლამენტის წევრთა 12% იყო ქალი, 2016 წლის არჩევნების შემდეგ კი 16%.

რაც შეეხება,  საერთაშორისო სტატისტიკას, საპარლამენტათაშორისო მონაცემებით, საქართველო გენდერული ბალანსის მიხედვით 193 ქვეყანას შორის 119–ე ადგილზეა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ მომზადებული კვლევა პროექტ "საქართველოში კონკურეტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა" განხორციელდა.

კველვა სამწლიანია და 2016–2018 საარჩევნო წლებს მოიცავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.