ახალი ამბები
იმოქმედე - საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია იწყება
FaceBook
საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია სახელწოდებით " იმოქმედე" იწყება. მისი მიზანია ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება. საზოგადოების, ძალადობის არცთუ იშვიათ შემთხვევებზე მშვიდი დამკვირვებლის, ან, სულაც, სანახაობის მოყვარულთა ამოქმედება და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.
კაპმანიას იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს უნივერსიტეტებში, ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს; მათთვის იმ სიახლეების განმარტებას, რასაც ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. სპეციალურ სატრენინგო მოდულს იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეიმუშავებს, რომელიც 2017 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და ყველა იმ სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრია, შეხვედრებს, ტრენინგსა და დისკუსიას გულისხმობს" - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.

კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადდა სამი ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილია #იმოქმედე. სატელევიზიო ეთერში კლიპები გაზაფხულზე განთავსდება.

კამპანის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსები, მათ შორის, ძალადობის თემაზე საუკეთესო პოსტერის გამოსავლენად. სხვა ღონისძიებებთან ერთად იქნება გამოყენებული ქუჩის ინსტალაციაც.


ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მთავრობას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა. ცვლილებათა მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.

მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც ახალ მიდგომებს ითვალისწინებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.