ახალი ამბები
წყალტუბოში წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების მოჭრის უფლება გაიცა
FaceBook
საქართველოს მთავრობის 24 იანვრის განკარგულებით, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დერჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ელექტროსისტემას უფლება მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები მოჭრას:

უთხოვარი (Taxus baccata L.) – 22 (ოცდაორი) ინდივიდი;

კაკლის ხე (Juglans regia L.) – 2 (ორი) ინდივიდი;

ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 68 (სამოცდარვა) ინდივიდი;

იმერული მუხა (Quercus imeretina Stev. Ex Malleev) – 3 (სამი) ინდივიდი;

კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.) – 760 (შვიდას სამოცი) ინდივიდი.

განკარგულებაში წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ვალდებულია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ. ასევე, მოჭრილი მერქნული რესურსი, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.