ახალი ამბები
დევნილ ოჯახებს ქუთაისში ბინებს მარტში გადასცემენ
FaceBook

ქუთაისში არსებული ბინებით დაკმაყოფილებისთვის განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 3 800-მდე განაცხადი შევიდა.


სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის გია სანთელაძის თქმით, დევნილების ბინებით დაკმაყოფილების პროცესი მიმდინარე წლის მარტში დაიწყება.

"ვიდრე გადანაწილდება ბინები, თებერვალში კვლავ მოხდება ოჯახების გადამოწმება, რომ გავიგოთ რამე ხომ არ შეიცვალა, ამის შემდეგ, უკვე მარტის თვეში მათ გასაღებებსაც გადავცემთ" - განაცხადა გია სანთელაძემ.

ქუთაისში მიმდინარე წელს მენაშენების მიერ შესყიდულ ბინებსა და ახალ აშენებულ კორპუსებში ბინას სულ 387 დევნილი ოჯახი მიიღებს.  აქედან 160  ოჯახი - შარვაშიძის ქუჩაზე, 184  - აღამაშენებლის ქუჩაზე, ხოლო 43 ოჯახი მენაშენებისგან გამოსყიდულ კორპუსში, ერისთავის ქუჩაზე მიიღებს ბინას.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან,
რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ,
თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო
სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
13:31 / 18.12.2025
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და
პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე
ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
10:17 / 18.12.2025

ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.