ახალი ამბები
ფარმაცევტულ ბაზარზე კანონდარღვევის ფაქტები დაფიქსირდა
FaceBook

საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ახალი ტალღა დაიწყო.


მედიკამენტების კონტროლს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ახორციელებს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მედიკამენტების ლაბორატორიული და ადმინიტრაციული კონტროლი მოხდება, რაც ფარმაცევტული ბაზრის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის, რეგისტრაციული სამმართველოს უფროსი, ნაილი შენგელიძე "ქუთაისიპოსთან" საუბარში 2016 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე საუბრობს

მისი ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით ფარმაცევტულ ბაზარზე, სანებართვო პირობების დარღვევის - 93, რეალიზაციის წესის - 144, შენახვის პირობების დარღვევის - 62, ვადაგადაცილებული მედიკამენტების რეალიზაციის 5, ხოლო უკანონო აღრიცხვის 7 ფაქტი გამოვლინდა.

ჩამოთვლილ და სხვა ტიპის დარღვევებზე ოქმს რეგულირების სააგენტო ადგენს, ხოლო საქმეს შემდგომ სასამართლო განიხილავს.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი ქვეყანაში 2011 წლიდან ხორციელდება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-64/ ნ ბრძანების შესაბამისად, სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობის ღონისძიებებს სააგენტოს ინსპექტირების სამმართველო ახორციელებს.





 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.