ახალი ამბები
შოთა მურღულია - ავტომობილებზე ქონების გადასახადი ქუთაისის მოსახლეობის უმეტესობას არ შეეხება
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს რიგით 29 - ე სხდომაზე ავტომობილებზე ქონების გადასახადის წესის დამტკიცება მსჯელობის საგანი გახდა.


საკითხი  "რესპუბლიკური პარტიის"ყოფილმა წევრმა  ნატო ქათამაძემ გააკრიტიკა.

"ეს არის ის დაპირება და კეთილდღეობა, რასაც ხელისუფლება დაგვპირდა?" - განაცხადა ქათამაძემ.

ქალაქის მერი, შოთა მურღულია კი საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქუთაისში ავტომობილებზე ქონების გადასახადი მოსახლეობის უმეტესობას არ შეეხება.

"ქუთაისში არ შეეხება ეს გადასახადი მოსახლეობის, ალბათ, 98% - ს. მათ კი, ვისაც 40 000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი წლიურად, ვფქრობ არ ექნება არანაირი პრობლემა 0,2 % - ის გადახდაზე. საერთო ჯამში, ეს ცვლილება ძალიან კარგია, რადგან ბიუჯეტს მეტ თანხას მოუტანს," - განმარტა მურღულიამ.

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ავტომობილებზე ქონების გადახდის წესი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომობილებზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად დაწესდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან,
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის
სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს.
14:39 / 29.01.2026
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან, ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს.
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, ერთი პირი
დააკავეს.
11:33 / 29.01.2026
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.