ახალი ამბები
ქუთაისში ავტომობილებზე ქონების გადასახადის წესი დამტკიცდა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით ავტომობილებზე ქონების გადახდის წესი დაამტკიცეს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომობილებზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად დაწესდა.

"საგადასახადო განაკვეთები არ შეცვლილა. უბრალოდ, იმ ფიზიკურ პირს, რომლის წლიური შემოსავალიც აღემატება 40 000 ლარს, დაიბეგრება. ასეთი შეოსავლის მქონე ადამიანი იქამდეც იხდიდა ქონების გადასახადს, ამჯერად კი დასაბეგრი ობიექტების ნუსხაში დამატებით გაჩნდა ავტომობილის ფლობის გადასახადი. განაკვეთი განსაზღვრულია 0,2 % - ით ქონების ღირებულებიდან გამომდინარე. ავტომობილებზე ქონების გადასახადი მიმდინარე წელს დაწესდა, თუმცა გადახდა მომდევნო წლიდან დაიწყება," - ამბობს ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი.

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2018 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო გახდება.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 201- ე, 202-ე და 205-ე მუხლებში შევიდა და ის 40 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ეხება.

ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებულია.

გადასახადის განაკვეთი იხილეთ ცხრილში:


ქუთაისის რიგით 26 საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით ქუთაისში ავტომობილებზე ქონების გადასახადის წესი დაამტკიცეს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების წესი დაამტკიცეს.

"ცვლილება რომელიც ჩვენ დღეს ივიღეთ განპირობებული არის საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული  ცვლილებით, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლიდან ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტის, ფიზიკური პირებისათვის სეიცვალა, გაფართოვდა, მსუბუქი ავტომობილებითაც, განაკვეთები არ შეცვლილა უბრალოდ იმ პირს ვისი წლიური შემოსავალიც აღემატება გარკვეული ოდენობის თანხას, ის აქამდეც იხდიდა გადასახად პირად ქონებაზე, უბრალოდ გადასახადის დასაბეგრი ობიექტების ნუსხაში დამატებით გაჩნდა ავტომობილი გადასახადის განაკვეთი განსაზღვრული არის 0,2 % - ით ქონების ღირებულებიდან გამომდინარე გადახდა დაიწყება მიმდინარე წლიდან , ძალაში შევიდა ძალაში, ხოლო გადახდა იქნება მომდევნო წლიდან" -



მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 201- ე, 202-ე და 205-ე მუხლებში შევა და 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.

ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება.


საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით, ლარებში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.