ახალი ამბები
ქუთაის-გაენათის ეპარქია ქალაქის ბიუჯეტიდან 45 000 ლარით დაფინანსდება
FaceBook
ქუთაისის მერია ქუთაის-გაენათის ეპარქიას მიმდინარე წელსაც დააფინანსებს.

ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარს მიიღებს.

როგორც 2017 წლის ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტშია მითითებული, ეპარქია სხვადასხვა ღონისძიებების ხელშეწყობისთვის გარკვეულ მხარდაჭერას საჭიროებს.

აქვე აღნიშნულია, რომ თანხა ბაგრატის კათედრალური ტაძრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განათებას, ეპარქიაში არსებული ეკლესია-მონასტრების და ქუთაის-გაენათის ეპარქიის რეზიდენციის კომუნალური დავალიანებების დაფარვას მოხმარდება. ასევე, ტაძრების მიმდინარე და კაპიტალურ მშენებლობებს.

გასულ წელს ქუთაის-გაენათის ეპარქია ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 75 000 ლარით, 2015 წელს კი – 68 000 ლარით დააფინანსა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე
რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
12:14 / 20.07.2026

იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში
დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური
გაანადგურა.
12:04 / 18.07.2026

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.