ახალი ამბები
სკოლის დირექტორი: ექიმმა დამირეკა, თქვენი მოსწავლე იყო ჩვენთან და ორსულადააო
FaceBook
იმერეთის ერთ--ერთი მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორი, "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ყვება, რომ მანდატურს, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ეჭვმიტანილი, სისტემატიურად, გოგონა სკოლაში საკუთარი ავტომობილით მიჰყავდა.

დირექტორის თქმით, მე-11 კლასელი გოგონას ორსულობის შესახებ რაიონის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმმა შეატყობინა. 

"დამირეკეს და მითხრეს, თქვენი მოსწავლე იყო ჩვენთან და ორსულადააო. ამის შემდეგ მე მივმართე ოჯახს და რესურსცენტრს",- აცხადებს სკოლის დირექტორი.


არსებული ინფორმაციით, მე-11 კლასელი გოგონა 4 თვის ორსულია.  სკოლის დირექტორის თქმით,  გოგონას მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

"ერთი სოფლიდან არიან. მანქანით მოჰყავდა მანდატურს დილით. ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თავად ეს გოგოც იყო მოსული ჩემთან მშობელთან ერთად და მშვიდად მითხრა, დაოჯახებას ვაპირებთო",- აცხადებს სკოლის დირექტორი.

დირექტორი სკოლის მანდატურს დადებითად ახასიათებს, თუმცა ამბობს, რომ არ დაუშვებს სკოლაში მის  დაბრუნებას.

"ან მე წავალ სკოლიდან, ან ის. გოგონა კი ჩემი მოსწავლეა და სწავლის გაგრძელებაზე უარის თქმის უფლება არ მაქვს",- ამბობს დირექტორი.

თავად სოფელში მომხდარის თაობაზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ მსავსი არააფერი სმენიათ. 

იმერეთის ერთ-ერთი მუნიცპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლესა და 40 წლამდე ასაკის მანდატურს შორის სქესობრივი კავშირის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც 16 წლამდე მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

მანდატური, რომელიც არასრულწლოვათან სქესობრივ კავშირშია ეჭვმიტანილი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.