ახალი ამბები
სამტრედიაში ავტობანის სამშენებლო სამუშაობზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ
FaceBook
სამტრედიის სოფელ ჯიხაიშთან, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.


70–მდე მძღოლმა, რომლებსაც ტერიტორიაზე ინერტული მასალლა გადააქვთ, გაფიცვა მოაწყო.

გაფიცულები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მათი თქმით, ჩინური კომპანია "სინოჰიდრო", რომელიც ადგილზე სამშენებლო მასალის მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, არასათანადოდ ეპყრობა.

"გვავალებენ ისეთ რამეს, რაც არ არის ჩვენი საქმე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოგვაქციოს ყურადღება, გვიშუამდგომლოს კომპანიასთან და აიძულოს გაგვიუმჯობესოს პირობები", – აცხადებენ გაფიცული მძღოლები.

ჩინური კომპანიის წინააღმდეგ, მძღოლების გარდა, ადგილობრივებიც გამოდიან. მათი თქმით, მძიმეწონიანი ავტომობილები, რომლითაც ინერტული მასალის გადატანა ხდება, გზებს აზიანებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.