ახალი ამბები
"ფეისბუქი" ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
FaceBook
გერმანულენოვან "ფეისბუქში" ყალბი ინფორმაციის ე.წ "ფეიკი" ამბების გავრცელების საწინააღმდეგო მექანიზმი დაინერგება.
საინფორმაციო სააგენტო BBC–ის ცნობით, ამის შესახებ ,მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის ადმინისტრაცია აცხადებს.

კომპანიის განცხადების თანახმად, ინფორმაციის სანდოობას სპეციალურად დაქირავებული ორგანიზაციები ე.წ ფაქტ-ჩეკერები გადაამოწმებენ.

თუ აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის ახალი ამბავი არ შეესაბამება სიმართლეს, ის სპეციალური ნიშნით აღინიშნება.

ახალი მეთოდის ამოქმედება გერმანიაში უახლოეს პერიოდში დაიწყება, შემდეგ კი, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს.

სოციალური ქსელი "ფეისბუქი" არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ყალბი ინფორმაცია გავლენას ახდენდა ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე.

ასევე, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებიც გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში საპარლამენტო არჩვენების წინ ბევრი არასწორი ინფორმაცია გაცრცელდება, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საარჩევნო კამპანიაზე. ისინი, ასევე, ვარაუდობენ, რომ რუსული ჰაკერული დაჯგუფებები საარჩევნო კამპანიაში ჩაერევას შეეცდებიან.

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელზე, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რამდენჯერმე გააფრთხილა სოციალური ქსელის ადმინისტარაცია და მოუწოდა, რომ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისთვის გერმანული კანონმდებლობა გაცილებით მკაცრ ზომებს ითვალისწინებს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ახალი მეთოდების შესაბამისად, გერმანელ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სპეციალური ნიშნით აღნიშნული ე.წ "ფეიკი" ინფორმაცია სხვა მომხმარებლისთვის მონიშნოს ან დაბლოკოს.

"ფეისბუქმა" ახალი ამბების გადამოწმების პალატფორმა აშშ-ში უკვე ტესტირების რეჟიმში გაუშვა. ამ დროისთვის მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 43 ხელმომწერი ე.წ ფაქტ-ჩეკერი ორგანიზაცია ყავს.

სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებსაც მიეწოდება.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.