ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის საკრებულოს ორმა დეპუტატმა დატოვა
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოს წევრებმა და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დავით გოგისვანიძემ და ამირან ძოწენიძემ დატოვეს.
დეპუტატები ინფორმაციას ქუთაისიპოსტთან საუბარში ადასტურებენ.

"პარტიის გაყოფა ხდება. ერთი ნაწილი დარჩება, ნაწილი მეორეში გადავა. მე "ევროპულ საქართველოში" ვიქნები და ალბათ გია თევდორაძეც", – ამბობს დავით გოგისვანიძე.

პარტიის დატოვებას და "ევროპულ საქართველოში" გადასვლას ადასტურებს ამირან ძოწენიძეც. მისი თქმით, განხეთქილების მიზეზი პარტიის წევრებს შორის შეუთანხმებლობა გახდა.

"ვერ მოვილაპარკეთ იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაოს პარტიამ, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება",– აცხადებს ამირან ძოწენიძე.

მისივე თქმით, პარტია ქუთაისიდან 70%–მდე წევრმა დატოვა.

"პარტია დატოვა თავმჯდომარემ, მოადგილემ, აღმასრულებელმა მდივანმა, პოლიტსაბჭოს დიდმა ნაწილმა და პირველადი პარტიული ორგანიზაციების წევრებმა. ჯამში 60–70%–ია",– აცხადებს ძოწენიძე.

ჯერ–ჯერობით "ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება ქუთაისის საკრებულოს ორი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე და გია უკლება.

უკვე ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, რომლებმაც პარტია უკვე დატოვეს, "ევროპულ საქართველოს" შეუერდებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში,  პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს 15:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.