ახალი ამბები
„ნაციონალებს“ გამიჯნულები „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდებიან
FaceBook

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებმაც პარტია უკვე დატოვეს, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდებიან.


უკვე ცნობილია, რომ "ევროპულ საქართველოში" რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მონაწილეობდა, "ნაციონალების" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებიც გადავლენ.  

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს  "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილმა წევრებმა, ამირან ძოწენიძემ და დავით გოგისვანიძემ განუმარტეს. მათივე თქმით, პარტია უკვე დატოვა ქუთაისის  ორგანიზაციის  თავმჯდომარემ გია თევდორაძემ,  მდივანმა - კოტე რატიანმა და პარტიის  კიდევ რამდენიმე წევრმა.

არსებული ინფორმაციით,  ქუთაისის ორგანიზაციიდან  "ევროპულ საქართველოს" 10–მდე წევრი შეუერთდება.

პარტიის წევრების მიერ პოლიტიკური გაერთიანების დატოვებას უკვე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობას" ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჯგუფი დატოვებს "ნაციონალურ მოძრაობას". ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რაიონიდან, რომ რაც შეიძლება ისე წარმოჩნდნენ, თითქოს ისინი ბევრი არიან. მე მათ ნაწილს ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი თავად ირჩევენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს იქნება გაერთიანება, რომელიც უფრო დაემსგავსება არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშნწყალი ექნება",–განაცხადა ნიკა მელიამ.

ვინ ტოვებს და ვინ რჩება პარტიაში, ამის შესახებ დღეს 15:00 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
11:33 / 03.11.2025
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
10:52 / 03.11.2025

"ვარ ორი პრინცესას მამა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა",- ამის შესახებ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელი, თენგიზ გველესიანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბარობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.