ახალი ამბები
სესხების გალარების პროგრამა 17 იანვრიდან ამოქმედდება
FaceBook
დოლარში აღებული სესხების გალარების პროგრამას 2017 წლის 17 იანვრიდან საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გალარების პროგრამა ერთჯერადია და მასში ის ფიზიკური პირები ჩაერთვებიან, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული.

სამინისტროს ცნობითვე, სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს არაუმეტეს 40 000 აშშ დოლარისა, რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებულ ძირითად თანხას.

სუბსიდია არ განხორციელდება იმ მსესხებლებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100 000 ლარზე მეტი იყო ან, 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 აშშ დოლარს.

"მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს," - აცხადებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
11:29 / 15.06.2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.