ახალი ამბები
თეთრ ხიდზე მანათობელი ქოლგები ჩამოხსნეს
FaceBook
ქუთაისის მერიის მოთხოვნით, თეთრ ხიდზე მანათობელი ქოლგები და ფიგურები ჩამოხსნეს.

საახალწლო მორთულობისთვის მერიის მიერ გამოცხადებულ  49 250 ლარიან ტენდერში გამარჯვებულმა ინდ.მეწარმემ, კობა ჯღარკავამ მათ ნაცვლად ე.წ. ლოლოები შეიძინა და დაამონტაჟა.

მისი თქმით, მერიას მანათობელი ქოლგები არ მოეწონა.

"მითხრეს მერიას არ მოეწონაო და ჩამოხსენიო. ჩამოვხსენი, ვიყიდე ლოლოები და დავკიდე",- აცხადებს კობა ჯღარკავა.

მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით არ იცის დააჯარიმებს თუ არა ქუთაისის მერია სამუშაოების ხარვეზით შესრულების გამო.

"თავიდან მითხრეს დაგაჯარიმებთო, ახლა არ ვიცი როგორ იქნება. დღეს ვარ დაბარებული და გაირკვევა რა მოხდება",-აცხადებს კობა ჯღარკავა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კობა ჯღარკავას თეთრ ხიდზე ჩატარებული სამუშაოები შესრულებაში არ ჩაეთვალა.

ქოლგების ნაწილი ამ დრომდე რჩება მონ-პლაზიერის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მანათობელმა  ქოლგებმა ადგილობრივთა ნაწილის პროტესტი იმთავითვე გამოიწვია. მათ თეთრ ხიდზე დამონტაჟებული მანთობელი ფიგურები არ მოეწონათ და ხარვეზის გამოსწორება მოითხოვეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.