ახალი ამბები
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე გაანათეს
FaceBook
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მთავარი ნაძვის ხე გაანათეს. ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთებას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ქალაქში უკვე განათებულია ნაძვის ხეები ისტორიულ ნაწილსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკში.

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბრიდან იწყება.

სადღესასწაულო პროგრამა ხვალ დილიდან, პირველ საჯარო სკოლასთან  საახალწლო ბაზრობით გაიხსნება, რის შემდეგაც მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღაპრული ქალაქი მოეწყობა. 

დღის ბოლოს კი ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართება. 

ქალაქში საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ადგილობრივი თვითმმართელობა ქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად წელს 250 000 ლარს დახარჯავს.  

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.