ახალი ამბები
ბაღდათში საახალწლო ღონისძიებებისთვის 25 900 ლარი გამოიყო
FaceBook
ბაღდათში, მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დათუნა სირბილაძისა და ანსამბლ "შვიდკაცას" მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.


1 იანვარს კი საბავშვო თეატრ–სტუდია "ირიდას" მიერ დადგმული მიუზიკლის, "კონკიას" პრემიერა გაიმართება.

ბაღდათის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქში საახალწო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 900 ლარი გამოიყო.

აქედან, 10 000 ლარი 30 დეკემბერს დადგეგმილ კონცერტს, 3 500 ლარი კი მიუზიკლს მოხმარდება. ასევე, 3 500 ლარი დაიხარჯება ტკბილეულის პაკეტების შესაძენად, რომელიც 800 ბავშვს დაურიგდება.

საახალწლოდ გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო ნობათის გადაცემაც, რომელსაც 91 განსაკუთრებით შეჭირვებული ოჯახი და ამ ოჯახებში მცხოვრები 240 ბავშვი მიიღებს.

საახალწლო ნობათების საერთო ღირებულება 2 070 ლარს შეადგენს.

ბაღდათის ცენტრში დადგმული ნაძვის ხისთვის, რომელსაც 30 დეკემბერს გაანათებენ, ადგილობრივი გამგეობის ბიუჯეტიდან 8 900 ლარი დაიხარჯა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო
განხილვა ქუთაისში შედგა.
17:19 / 22.04.2024
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში შედგა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.