ახალი ამბები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი "ქუთაისიპოსტის" ხელმძღვანელი გახდა
FaceBook
მიმდინარე წლის 24 დეკემბერს საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ საერთო კრება გამართა.

ქარტიის საბჭოს ახალი წევრები გიორგი მგელაძე (სტუდია "მონიტორი") თამარ უჩიძე ( "სამხრეთის კარიბჭე") და თეა ზიბზიბაძე ( "ქუთაისიპოსტი") გახდნენ.

მათ საბჭოში ნინო ზურიაშვილი, ირინა ყურუა და ნინო ნარიმანიშვილი ჩაანაცვლეს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

ამავე დროს, საბჭოს წევრებმა ახალ თავმჯდომარედ გიორგი მგელაძე აირჩიეს.

საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზი 2016-ის გამარჯვებულები.

საუკეთესო მულტიმედია პროექტისთვის ქარტიის პრიზი "ნეტგაზეთის" ჟურნალისტებს, დავით ქოქოშვილსა და ელენე ხაჭაპურიძეს გადაეცა, პროექტისთვის "უჩინარები".

საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის პრიზი სტუდია მონიტორის ჟურნალისტებმა გიორგი მგელაძემ და ნინო რამიშვილმა, სიუჟეტისთვის "აგენტი პროვოკატორი 2" მოიპოვეს.

ნომინაციაში "ბავშვთა საკითხების სიღრმისეული გაშუქება" საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა გაიმარჯვა, გადაცემით "რეალური სივრცე".

საუკეთესო სტატიის ავტორად კი "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტი, თამუნა უჩიძე დასახელდა სტატიისთვის "სადავაო სამკვიდრებელი".


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.