ახალი ამბები
წმინდა სინოდმა ბაგრატ III და იმერეთის მეფე სოლომონ I წმინდანებად შერაცხა
FaceBook

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს წმინდა სინოდმა ორი მეფე – ბაგრატ მესამე და სოლომონ პირველი წმინდანებად შერაცხა.


ბაგრატ მესამის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანება. მისი მეფობის პერიოდში აიგო ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა და ბედიის მონასტერი, სადაც დაკრძალულია მეფე.

2012 წელს ბედიის მონასტერში ბაგრატ მესამის ფრესკა, ქართული ორნამენტები და წარწერები წაშალეს.

იმერეთის მეფე სოლომონ I 1752-1784 წლებში მეფობდა. მის სახელს ტყვეთა ვაჭრობის აკრძალვა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმები უკავშირდება. სოლომონ პირველმა არაერთი ბრძოლა გადაიტანა. მათ შორის ცნობილია ხრესილის, რუხისა და ჩხერის ბრძოლები.

იმერეთის მეფე 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის მონასტერში.

ბაგრატ მესამესა და სოლომონ პირველთან ერთად, ასევე წმინდანებად შეირაცხნენ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე (1932–1952წწ). იღუმენია ნინო ამილახვარი, სამთავროს დედათა მონასტრის დამაარსებელი და ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია თამარ მარჯანიშვილი (მე–20 საუკუნის დასაწყისი), ცნობილი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის უფროსი და.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული
აქტი
14:46 / 06.08.2025
„სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი", - ასე  აფასებს გამოცემების "ნეტგაზეტისა" და "ბათუმელების" დამფძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი  მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
საქსტატის“ მიხედვით, 2025 წლის ივლისში,  წინა წლის იგივე
პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის
ლიმონი, კივი და კარტოფილი.
12:15 / 05.08.2025
საქსტატის“ მიხედვით, 2025 წლის ივლისში,  წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის ლიმონი, კივი და კარტოფილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.