ახალი ამბები
"გესმოდეთ პეპლების სიცილი" - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრის ფოიეში, გერმანიაში მცხოვრები ქართველი არტისტის, თამარ შვარცვალდის ნახატების გამოფენა გაიმართა.

მხატვრის გამოფენა ქუთაისში პირველად მოეწყო, სადაც ოცამდე გრაფიკული ნამუშევარი წარმოადგინეს.

"მიყვარს ხატვა, ნააზრევის გადახარშვა, ხაზში გადატანა, თუმცა მე ვმუშაობ დიდ ფორმატებზე და მათი ტრანსპორტირება არის ძნელი. ამიტომ, წარმოვადგინე მხოლოდ ეს ნამუშევრები", - აღნიშნა თამარ შვარცვალდმა.

ის პროფესიით არქიტექტორია. გერმანიაში აქვს სტუდია, სადაც მუშაობს სფენოგრაფიაზე, ქმნის კოსტიუმებს, იღებს შეკვეთებს ლოგოებზეც.

ქუთაისის ოპერის ფოიეში წარმოდგენილი გამოფენის სახელწოდებაა "გესმოდეთ პეპლების სიცილის". თამარ შვარცვალდის თქმით, მალე გამოიცემა წიგნი, სადაც აღნიშნული ნახატები ილუსტრაციების სახით შევა.

"მინდოდა ჩემი მეგობრებისთვის მეჩვენებინა. ასევე, უფრო ფართო პუბლიკისთვის. რატომ არ უნდა ნახონ?! შეიძლება, ვიღაცისთვის სინათლის სხივი იყოს სიბნელეში და აქედან რაიმე პოზიტიური წაიღოს", - აღნიშნა მხატვარმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.