ახალი ამბები
შსს – ქუთაისში ნაპოვნი ხელყუმბარა განეიტრალებულია
FaceBook
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა განეიტრალებულია.

ადგილობრივების თქმით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი საეჭვო ნივთის შესახებ პოლიციის განყოფილებას აცნობეს.

შინაგაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწყობილობა სასწავლო ხელყუმბარა აღმოჩნდა.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვას ითვალისწინებს.

ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც სასწავლო ხელყუმბარა აღმოაჩინეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–3 ქვეითი ბრიგადაა განთავსებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ქუთაისი
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის
რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:14 / 29.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.