ახალი ამბები
ხატვა სტანდარტის გარეშე - გამოფენა ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში თიბისი გალერიში ქრისტინე რობაქიძის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეების ნახატების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაში ოთხიდან ოცი წლის ჩათვლით ორმოცამდე მხატვარმა მიიღო მონაწილეობა.

წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული ტილოები. ამ ნახატების ავტორები ხატვის ხელოვნებას ქრისტინე რობაქიძის სამხატვრო სტუდიაში ერთი წელია ეუფლებიან.

"ერთი წლის თავზე სიმბოლური იყო ეს გამოფენა. თავიდან ცალ-ცალკე ვიფიქრე გამოფენის მოწყობა, თუმცა ასეთი ერთიანი დ ა კონტრასტულიც კარგი გამოვიდა", - აღნიშნა სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელმა. მხატვარმა ქრისტინე რობაქიძემ.

ქრისტინე რობაქიძის თქმით,სტუდიაში მოსწავლეები მარტო ხატვას სწავლობენ, თუმცა ხატვასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება ხატვისადმი ჩარჩოებიდან თავისუფალი დამოკიდებულების არსებობა.

სტუდია ერთი წელია  ფუნქციონირებს სადაც 40 მოსწავლის ნახატი გამოფინეს. 

"არ მიყვარს სტანდარტული ფეხი და ყური. ყველა მოვდივართ და რაც გვინდა იმას ვხატავთ, ამიტომაც უყვართ მოსწავლეებს აქ მოსვლა და ხატვა", - აღნიშნა ქრისტინემ.

გამოფენა თიბისი გალერიში 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.