ახალი ამბები
ბაღდათის მუნიციპალიტეტი 148 846 ევროს ოდენობის სესხს იღებს (ფოტო)
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან 148 846 ევროს ოდენობის სესხს იღებს.

თანხის მისაღებად ნებართვაზე სამინისტრო მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის წინაშე უშუამდგომლებს.

ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ სესხის მიღებას 2 ნაგავმზიდი მანქანისა და ნარჩენების 125 კონტეინერის თანხის დასაფარად ითხოვენ, რომელიც მუნიციპალიტეტს მყარი ნარჩენების მართვის პროექტისთვის გადაეცა.

"ჩვენ რომ შეგვეძინა, უფრო მეტი დაგვიჯდებოდა. დროული იყო," – განმარტავს გრიგოლ მაჩიტაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა წლიური 1,5%–იანი სესხი სამი წლის შემდეგ, 2026 წლამდე უნდა დაფაროს.

საპროცენტო განაკვეთისა და სესხის ძირის გადახდა ადგილობირივი ბიუჯეტის სახსხრებით მოხდება. ამასთანავე, ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში, ლარის მიმართ დაფიქსირებული ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად იწარმოება.

მყარი ნარჩენების მართვის პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკს შორის 2016 წლის 12 ივლისს დადებული გრანტისა და სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.