ახალი ამბები
"თავისუფლების შემქმნელები" – საჯარო ლექცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში სპორტული საზოგადოება "შევარდენის" მოღვაწეობისა და ეპოქის შესახებ, საჯარო ლექცია სახელწოდებით "თავისუფლების შემქმნელები" გაიმართა.
ღონისძიებაზე ლექცია მწერალმა, დავით ტურაშვილმა წაიკითხა. საუბარი შეეხო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის დამოუკიდებლობას.

"ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩვენთვის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული, სპორტული თვალსაზრისითაც. "შევარდენი" იყო მთავარი საყრდენი სულიერად და გონებრივად ჯანსაღი ადამიანებისათვის. მთელი 70 წლის მანძილზე, საბჭოთა პერიოდში ეს პერიოდი ტაბუირებული იყო და ეს ადამიანები, უბრალოდ, გაქრნენ ჩვენი მეხსიერებიდან. დამოუკიდებელ საქართველოში კი აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა უსწრებდა წინ ამ დამოუკიდებლობას", – ამბობს დავით ტურაშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილება გახლდათ.

"მიზანი სპორტის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა", – ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მანანა მანაგაძე.

ღონისძიებაზე ფოტოებისა და დოკუმენტების გამოფენაც შედგა, რომლებიც მოძებნა როგორც ქუთაისის მუზეუმებსა და არქივებში, ასევე, თბილისში, ხელოვნების მუზეუმში ისტორიკოს, გიორგი კალანდიას დახმარებით.

ტანვარჯიშული საზოგადოება "შევარდენი" 1918 წლის 25 აგვისტოს გიორგი ეგნატაშვილის, გიორგი და თამარ ნიკოლაძეების, არჩილ ბაქრაძის, დავით ჯავრიშვილის, გაიოზ ბერელაშვილის, ირაკლი ლორთქიფანიძის, ივანე ბერიძის და სხვათა ინიციატივით დაარსდა.

"შევარდენის" წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გამოსვლა-შეჯიბრებებს აწყობდნენ. ორგანიზაცია ახალგაზრდობაში პატრიოტულ-რაინდულ სულს აღვივებდა.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.