ახალი ამბები
ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება
FaceBook
ქუთაისის  საკრებულოს დეპუტატის, გია ქობალიანის ინიციატივით,  ქალაქში პოეტ შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება.
ქობალიანი  ძეგლის განთავსების ორ  სავარაუდო ადგილზეც საუბრობს, თუმცა, ამბობს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და გადაწყვეტილი არაფერია.

"ჩემი პირადი აზრია, რომ  კარგი იქნება, თუ რუსთვალის ხიდის დასაწყისში, მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება,  მარჯვნივ გალაკტიონი იქნება, ხოლო მარცხნივ– შოთა რუსთაველი. ასევე ძალიან კარგი ადგილია ვასილ კიკვიძის ძეგლის ტერიტორია. ძეგლებს არ უნდა ებრძოლოს ადამიანი, მაგრამ მისთვის შეიძლება მოიძებნოს რაიმე სხვა ადგილი,  შოთას კი ვერავინ გაეტოლება",–ამბობს  გია ქობალიანი.

დეპუატატის ინიციატივას დაეთანხმა ქალაქის მერი  და საკრებულოს წევრები.

გია ქობალიანი იმედოვნებს, რომ ძეგლის შესაქმნელად კონკურის გამოცხადება მიმდინარე წლის ბოლომდე მოესწრება.

2016 წელი იუნესკოს მიერ შოთა რუსთაველის წლად არის გამოცხადებული.

მკვლევართა დასკვნით, პოეტის  მოღვაწეობიდან 850 წელია გასული. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.