ახალი ამბები
11–ჯერ არის შემცირებული შემოსავალი– NGO სექტორის კრიტიკა ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს
FaceBook
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა NGO სექტორს გააცნეს.

შეხვედრაზე,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის ხელისუფლება ბიუჯეტის საჯარო განხილვის დაგვიანების გამო გააკრიტიკეს. მათი თქმით, ბიუჯეტის პროექტი კანონის შესაბამისად, 10 დეკემბერს მეორედ უნდა გამოეტანათ განსახილველად.

გარდა ვადებისა, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტმა არასამთავრობო სექტორის კრიტიკა სხვა მიმართულებითაც დაიმსახურა.

მაგალითად, "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი კლებაა ქონების გადასახადიდან მისაღები თანხის ნაწილში.

"11–ჯერ არის შემცირებული ქონების გადასახადიდან შემოსული თანხა, რაც ჩემთვის არის გაუგებარი რას უნდა გამოეწვია ეს. არ მგონია რომ ქალაქის ეკონომიკა ასე შემცირებულიყო და არც ქონების გადასახადის მაჩვენებელს არ დაუწევია ფიზიკური პირებისთვის. შესაბამისად, ეს ნაწილი ჩემთვის არის გაურკვეველი",–აცხადებს ლევან ოყრეშიძე.

ლევან ოყრეშიძის შენიშვნას ქალაქის ვიცე–მერმა,  ეკონომიკის საკითხებში, კოტე ქავთარაძე უპასუხა. 

"მე ვერ ვხდვები როგორ არის შემცირებული, როცა მიმდინარე წელს ქონების გადასახადიდან შემოსავალი 5 650 000 ლარია, მომავლ წელს კი, 10 700 000 ლარი იქნება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ კიდევ არ გაიზრდება", – განაცხადა კოტე ქავთარაძე.

თუმცა, შეხვედრაზე უპასუხოდ დარჩა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევაში გამოთქმული შენიშვნა, რომელიც ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ არ განხილვას ეხება.

"აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა მათი მხრიდან. რაც შეეხება სხვა შენიშვნებს, ჯერჯერობით იმ მიზეზით არ გვაქვს, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მისი განხილვა დააგვიანა.  ახლა ვეცნობით ბიუჯეტის პროექტს.  როცა, თავად ქალაქის ხელისუფლება რამდენიმე კვირა და ზოგჯერ თვეც ანდომებს ამხელა ფინანსური დოკუმენტის მომზადებას, ლოგიკურია, რომ ასე მოკლე დროში ჩვენ ვერ მოვახრეხებდით მის საფუძვლიან შესწავლას", – აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" წარმომადგენელი, ზურაბ ზამბახიძე.

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 51 561 ლარით განისაზღვრა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.

მესამე სექტორის განცხადებით, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა
წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

ისინი სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს მოუწოდებენ, არ
დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი
მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

''აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო 2
საფუძვლით: (1) არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზეზით
დემონსტრანტების დარბევის საფუძველი; (2) ასეთი საფუძვლის არსებობის
შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი
წინაპირობა. საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან
ირკვევა, გამოყენებული იყო: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები,
წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური
სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები.

სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია,
ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ
წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ
გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის
შესასრულებლად. 23:37 საათზე, ხმოვანი გაფრთხილების გაჟღერებს
პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის
გამოყენება, ისე, რომ აქციის მონაწილეებს არ მიეცათ გონივრული ვადა
გაფრთხილებაზე რეაგირებისთვის. სპეციალური დანიშნულების რაზმი
აგრძელებდა წყლის ჭავლის გამოყენებას გაფრთხილების პარალელურად ან
გაფრთხილებიდან რამდენიმე წამის ინტერვალით. გაფრთხილება არ უძღოდა
წინ ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენებას (23:21). რაც შეეხება
რეზინის ტყვიების გამოყენებას, სპეციალური დანიშნულების რაზმის
წარმომადგენელი ჟურნალისტთან საუბრისას (ტვ პირველი, 01:41) საერთოდ
უარყოფდა რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს, მიუხედავად მედიის მიერ
მოპოვებული მტკიცებულებებისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური
საშუალების გამოყენებას ადასტურებს.

საპოლიციო ძალები დამიზნებით ისროდნენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს
(ტვ პირველი, 02:57) და მშვიდობიან დემონსტრანტებს, სახის არეში,
დამიზნებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ახლო მანძილიდან
ასხურებდნენ წიწაკის სპრეის. დამიზნებით ისროდნენ, სავარაუდოდ,
რეზინის ტყვიებსაც. ყოველივე ეს სპეციალური საშუალებების გამოყენების
წესებს დ სტანდარტებს არღვევს. სპეციალური დანიშნულების რაზმი
ერთდროულად იყენებდა რამდენიმე სპეციალურ საშულებას, მათ შორის წყლის
ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს.

გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო არასათანადო
მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა დემონსტრანტების მიმართ
ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე
მყოფი არაერთი პირი, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის,
ახალგაზრდებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი
პოლიციელების მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად
უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულებზე ზედ
წიხლებით დგებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ
დაკავებულებს, რომელთა ადგილმდებარეობის დადგენა საკმაოდ გაჭირდა. არც
ამჟამად გვაქვს ინფორმაცია ყველა დაკავებულის ადგილსამყოფელთან
დაკავშირებით, რამდენიმე მათგანის შესახლება იზოლატორებში ახლაც
მიმდინარეობს,''-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ
განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველო (TI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); საქართველოს
დემოკრატიული ინიციატივა (GDI); უფლებები საქართველო (RG);
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
(ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისთვის (PHR); სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF);
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; ყვარლის ევროკლუბი;
სასამართლოს გუშაგი (courtwatch); სამოქალაქო მოძრაობა
თავისუფლებისთვის.

წუხელ, 30 აპრილს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
სამართალდამცველებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბიეს და
მათგან 63 პირი დააკავეს.

პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. გამოიყენეს
წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მესამე სექტორის განცხადებით, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

ისინი სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს მოუწოდებენ, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

''აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო 2 საფუძვლით: (1) არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზეზით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი; (2) ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა. საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, გამოყენებული იყო: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები.

სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. 23:37 საათზე, ხმოვანი გაფრთხილების გაჟღერებს პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, ისე, რომ აქციის მონაწილეებს არ მიეცათ გონივრული ვადა გაფრთხილებაზე რეაგირებისთვის. სპეციალური დანიშნულების რაზმი აგრძელებდა წყლის ჭავლის გამოყენებას გაფრთხილების პარალელურად ან გაფრთხილებიდან რამდენიმე წამის ინტერვალით. გაფრთხილება არ უძღოდა წინ ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენებას (23:21). რაც შეეხება რეზინის ტყვიების გამოყენებას, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი ჟურნალისტთან საუბრისას (ტვ პირველი, 01:41) საერთოდ უარყოფდა რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს, მიუხედავად მედიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური საშუალების გამოყენებას ადასტურებს.

საპოლიციო ძალები დამიზნებით ისროდნენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს (ტვ პირველი, 02:57) და მშვიდობიან დემონსტრანტებს, სახის არეში, დამიზნებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ახლო მანძილიდან ასხურებდნენ წიწაკის სპრეის. დამიზნებით ისროდნენ, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებსაც. ყოველივე ეს სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს დ სტანდარტებს არღვევს. სპეციალური დანიშნულების რაზმი ერთდროულად იყენებდა რამდენიმე სპეციალურ საშულებას, მათ შორის წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს.

გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის, ახალგაზრდებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელების მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულებზე ზედ წიხლებით დგებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დაკავებულებს, რომელთა ადგილმდებარეობის დადგენა საკმაოდ გაჭირდა. არც ამჟამად გვაქვს ინფორმაცია ყველა დაკავებულის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რამდენიმე მათგანის შესახლება იზოლატორებში ახლაც მიმდინარეობს,''-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); უფლებები საქართველო (RG); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; ყვარლის ევროკლუბი; სასამართლოს გუშაგი (courtwatch); სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის.

წუხელ, 30 აპრილს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბიეს და მათგან 63 პირი დააკავეს.

პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც
შეუერთდებიან.
11:23 / 01.05.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.