ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია
FaceBook
ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე არსებულ თეატრალური საზოგადოების შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი 11:30 საათისთვის გაჩნდა. ცოტა ხსნის შემდეგ ცეცხლი გვერდით შენობასაც გადაედო. თუმცა, ხანძრის გაჩენის საშიშროება მიმიდებარე სახლებს არ ემუქრებოდა.

სახანძრო–სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, ისინი შემთხვევის ადგილზე შეტყობინების შესვლისთანავე მივიდნენ.

ხანძრის ლოკალიზებისთვის სახანძრო–სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადა მუშაობდა.

"500–600 კვადრატულ მეტრზე იყო ხანძარი გავრცელებული, თუმცა მოვახერხეთ ლიკვიდაცია ისე, რომ არავინ დაშავებულა," – აცხადებს სამაშველო სამსახურის თანამშრომელი.

როგორც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ხელმძღვანელი ლევან როხვაძე ქუთაისიპოტთან საუბარში ამბობს, ცეცხლის გაჩენის დროს ადგილზე იმყოფებოდა, რის გამოც სხეულზე მცირე დაზიანებები მიიღო.

"მეორე სართულზე ვიყავი, ვმუშაობდი. აფეთქების ხმა გავიგონე და ამის შემდგ დავინახე ცეცხლი. ჩემი ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა. შენობიდან გამოსვლის დროს მსუბუქი დაზიანება მივიღე. თავზე მომედო ცეცხლი, " - ამბობს როხვაძე.

ხანძრის გაჩენის პირველი წუთები ნახეთ ვიდეოში.

ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან ნახეთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.