ახალი ამბები
სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე - არჩევნების გამო, ვერ მოვახერხეთ გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება
FaceBook
სამტრედიის ცენტრალური ბაზრის ხელმძღვანელობის მიერ რებილიტირებული ფართი, სადაც გარემოვაჭრეების დასაქმება იგეგმებოდა, ამ დრომდე აუთვისებელი რჩება. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეები ბაზარში შესვლაზე უარს აცხადებენ.

ბაზრის დირექტორის,  ია კოპალეიშვილის თქმით, ის მზად არის გარემოვაჭრეებს რეაბილიტრებული ფართი დაუთმოს.  თუმცა, ისინი შეთავაზებას არ თანხმდებიან.

"გავარემონტეთ, არის კარგი პირობები და თუ მათ ექნებათ სურვილი შეგვიძლია მივცეთ საშუალება, რომ ისარგებლონ ამ ადგილით.  მაგრამ არ შემოდიან და არც შემოვლენ, თუ კანონით არ მოხდა გარევაჭრობის აკრძალვა", - ამბობს ია კოპალეიშვილი.

სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია ამბობს, რომ პრობლემა დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა.  თუმცა, ჯერ წინასაარჩევნო პერიოდის, შემდგომ კი არჩევნების გამო, საკითხი გადაიდო.

"არჩევნების წინა პერიოდი იყო, შემდეგ არჩევნები და დროებით შეჩერდა ეს საკითხი, მაგრამ პრობლემა აუცილებლად მოგვარდება", -  ამბობს ნუგზარ ჯამბურია.

სამტრედიის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით, მუნიციპალიტეტმა შპს "არგოსთან" ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.