ახალი ამბები
გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს დეპუტატისთვის ხელფასის შეწყვეტას ითხოვს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ქუთაისის საკრებულოს წევრის, ლელა ქელბაქიანისთვის სახელფასო ანაზღაურების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. წულაია აცხადებს, რომ დეპუტატი ხელფასს უკანონოდ იღებს, რადგან, პარალელურად შპს "ქუთაისის უნივერისტეტის" მეწილეა, რაც ბიზნესსაქმიაობაში ეთვლება.

"ასე ყავთ "გამოჭერილი" ჩვენი თანამდებობის პირები. როგორც კი ერთ ზედმეტ სიტყვას იტყვის, მაშინვე შეუწყვეტენ ხელფასს. უნივერისტეტში ხომ იღებს ხელფასს და აქაც ხალხის გადახდილი ბიუჯეტიდან 1 360 ლარს ხელზე იღებს.

მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას, აღკვეთოს ეს კანონდარღვევა, შეუწყვიტოს ხელფასი ლელა ქელბაქიანს და დააბრუნებინონ ბიუჯეტში ის თანხა, რაც აქამდე აქვს აღებული"– აცხადებს გოგი წულაია.

ლელა ქელბაქინი ამ დროისთვის მივლინებაში იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კი ამბობენ, რომ უმჯობესი იქნება თუ მის მივლინებიდან დაბრუნებას დაელოდებიან და იგი თავად გააკეთებს კომენტარს.

ლელა ქელბაქიანი "ქუთაისის უნივერისტეტს" 2002 წლიდან ხელმძღვანელობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.