ახალი ამბები
ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე – დისკუსია ბიზნესმენებისთვის
FaceBook
ქუთაისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრის მიზნით საჯარო დისკუსია ჩატარდა. 
საჯარო დისკუსია "საქართველოს გზა ევროპული ბაზრისკენ-პროფესიული უნარები კონტექსტში DCFTA-ს " ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის "საქართველოს სავაჭრო– სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის"  უფროსის, გიორგი ვეკუას განმარტებით,   ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათი თვალით დანახული  პრობლემების მოსმენა მნიშვნელოვანია. 

"სავაჭრო– სამრეწველო პალატა და დონორი ორგანიზაციები მოისმენენ მათ მოსაზრებებს და ვიფიქრებთ რისი შეთავაზება შეგვიძლია მათთვის", - აღნიშნა გიორგი ვეკუამ შეხვედრაზე.

საჯარო დისკუსიას 50- მდე ბიზნესსექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ისინი დაინტერესდნენ რა გზა უნდა გაიარონ იმისათვის, რომ მათი პროდუქტი ევროპული ბაზრის დახლებზე მოხვდეს.

საჯარო დისკუსია-ტრენინგს ბიზნესმენებთან ერთად, ადგილობრივი თვითმართველობისა და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

"ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ეს არის ერთ–ერთი მიღწევა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა ევროინტეგრაციის გზაზე. აღნიშნული ხელშეკრულება ჩვენს ბიზნესმენებს მისცემს შანსს,  საკუთარი პროდუქცია გაიტანონ ევროპულ ბაზარზე," - განაცხადა იმერეთის ვიცე გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

ბიზნესმენებს,  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში  პროდუქციის გატანასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის მიღება,  საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ,  საქართველოს ხუთ ქალაქში"  თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ზუგდიდში გაიხსნება.

საინფორმაციო ცენტრები ფუნქციონირებას მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყებენ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.