ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები - არ არის დაცული ჩვენი უსაფრთხოება
FaceBook
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ამ კუთხით ბევრი რამეა გამოსასწორებელი.

"არ არის დაცული ჩვენი უსაფრთხოება. ძალიან ცუდი პირობებია. ტექნიკა კი მოძველებული. ელმავალი 60 წლის წინანდელია" - ამბობს მაღაროში დასაქმებული ერთ-ერთი მუშა, ილია მუმლაძე.

თუმცა, მაღაროს მუშები თავს იკავებენ იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრისგან, რაც 3 დეკემბერს მაღაროში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა. მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აკეთებენ.

ჭიათურის მაღაროებში სამუშაოებს შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ახორცილებს. კომპანიის ადმინისტრაციაში ქუთაისიპოსტთან საუბარში ირწმუნებიან, რომ ყოველწლიურად  ტექნიკის გასაახლებლად მინიმუმ 6-7 მილიონ ლარი იხარჯება.

"რაც შეეხება ელმავალს,  ყველა გამართულ მდგომარეობაშია და ყველა მემანქანეს აქვს დაწესებული უსაფრთხოების ნორმები, რომელიც უნდა დაიცვას. ჭიათურაში ქარხანა არის 130 წლის და ბუნებრივია  ორ წელიწადში არ შეიცვლება ის, რაც არ გამოცვლილა 40 წელიწადია", - განმარტავს შპს "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსი,  ზაქარია ზალიკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტზე  დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.