ახალი ამბები
ქუთაისში ჭომის უბნის მოსახლეობა ორდღიან უშუქობას აპროტესტებს
FaceBook
ქუთაისში, ჭომის უბანში მოსახლეობა ორი დღის განმავლობაში დენი მიწოდების შეზღუდვას აპროტესტებს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს საღამოს საათებში ელექტროენერგია გაეთიშათ.

"ჯერ ღამის 4 საათზე გაითიშა შუქი და მთელი დღის განმავლობაში უშუქოდ ვიყავით, მეორე დღესაც იგივე მოხდა. გასაკვირია, სულ ამ უბანში რატომ ხდება ასე," - აცხადებს ჭომის უბანში მცხოვრები,  მზია ბოჭორიშვილი. 

"ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრში განმარტეს, რომ 2016 წლის 3 დეკემბერს ჭომის დასახლებას ენერგომომარაგება ავარიული მიზეზით შეეზღუდა.

"მოხდა ავარიული გამორთვა ღამის საათებში. დღის მანძილზეც, შემოწმების მიზნით, პერიოდულად ითიშებოდა დენი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა ავარიის მიზეზის დადგენა," - აცხადებენ კომპანიის სერვისცენტრში.

რაც შეეხება ჭომის უბანში 4 დეკემბერს მომხდარ გათიშვას, "ენერგო პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება სახანძრო შეტყობინების მიზეზით მოხდა.

"შემოვიდა შეტყობინება, რომ იყო ხარძარი. კერძოდ, ბოტანიკურ ბაღთან გარე განათების ბოძზე მოხდა შემთხვევა. ასეთ დროს, კომპანია ვალდებულია დენი გათიშოს,"- განმარტავენ "ენერგო პრო ჯორჯიაში".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ხარაგაულის
რაიონის მოლითი-მარელისის ცვლის უფროსი დააკავეს.
10:33 / 05.11.2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ხარაგაულის რაიონის მოლითი-მარელისის ცვლის უფროსი დააკავეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი
(კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
12:44 / 04.11.2025
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.