ახალი ამბები
დაზუსტებული ინფორმაცია სოციალურ საცხოვრისში ფართების გაცემაზე
FaceBook
საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისიპოსტი“ ბოდიშს უხდის მკითხველს არასრული და დაუზუსტებელი ინფორმაციის მიწოდებისთვის.

საუბარი ეხება სტატიას, სათაურით - „ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში, შესაძლოა, ბინები ქირით გაიცეს“.

გამომდინარე იქედან, რომ „ქუთაისიპოსტს“ არ მიეცა შესაძლებლობა ინფორმაცია მიეღო მერიის პრესსამსახურიდან (არაერთი მცდელობის მიუხედავად მერიის პრესსამსახური არ პასუხობს „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს), როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოხდა არასრული და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება.

ქუთაისიპოსტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იყო, რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში 48 უსახლკაროსთვის მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში, დამატებით 32 ბენეფიციარის დაკმაყოფილების მიზნით, შესაძლოა, ბინები (ორ სართულზე არსებული ბინების ნაწილი) ქირით გაცემულიყო. თუმცა, ჩვენთვის უცნობი იყო, თუ ვინ გასცემდა ბინებს ქირით, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მერიის პრესსამსახურში ჟურნალისტის სატელეფონო ზარს არ უპასუხეს. სამაგიეროდ ქუთაისიპოსტი დაუკავშირდა შპს "სანოს", რომელიც სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაციას ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან ჭანტურიძე, ქუთაისიპოსტთან საუბარში ადასტურებს, რომ ბინების ნაწილის ქირით გაცემაზე მოლაპრაკება მიმდინარეობს. თუმცა, ჯერჯერობით გასაქირავებელი ოთახების ზუსტი რაოდენობა არ იცის.

დამატებითი ინფორმაცია, რომელიც სტატიას სრულ სახეს მისცემდა, მერიის პრესსამსახურმა მხოლოდ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მერიამ კერძო პირისგან აშენებულ შენობაში, ნიკეას #40-ში 2500კვ.მ. ფართი შეიძინა, სადაც 48 ოჯახი განთავსდება. ბინები ბენეფიციარებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ. ამ ფართების ქირით გადაცემა კატეგორიულად გამორიცხულია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკეას #40-ში კერძო მესაკუთრეს აღნიშნულ კორპუსში რჩება გარკვეული ფართი და ის ამ ფართს უნდა გააქირავებს და უნდა გაყიდის. ასევე, ქუთაისის მერიასა და შ.პ.ს "სანოს" შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც მერიამ შესაძლოა დარჩენილი ფართები, 2017 წელს ან შეიძინოს ან ქირით აიღოს. აღნიშნული ფართი კი დამატებით სოციალურად დაუცველ უსახლკარო ოჯახებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ, " - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის მერიის დაკვეთით, შპს "სანომ" ნიკეას # 40–ში არსებული კავშირგაბმულობის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. სამუშაოების ზედამხედველის, ჯიმი გეწაძის, ინფორმაციით, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

"წლის ბოლომდე მე–3, მე–4 და მე–5 სართულები დასრულდება. 1 და მე–2 სართულებზე კი ღებვითი სამუშაოები და იატაკის მოწესრიგება დარჩება",–ამბობს ჯიმი გეწაძე.

ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის მშენებლობისთვის კონკურსი მიმდინარე წლის 24 მაისს გამოაცხადა. შპს "სანო" ერთადერთი იყო, რომელმაც კონკურსში მონაწილეობა მიიღო და მერიას უკვე აშენებული შენობის რეაბილიტაცია შესთავაზა.

მიმდინარე წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის ბიუჯეტიდან ამ მიზნით ერთი მილიონი ლარი გამოყო. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, სოციალური საცხოვრისის მოწყობისთვის დამატებით 1 500 000 ლარი დაიხარჯება.

სოციალური საცხოვრისი ქუთაისის მერიის მფლობელობაში იქნება და ის ბენეფიციარებს დროებით სარგებლობის უფლებით გადაეცემა.

ქუთაისის მერიაში საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით 700 განცხადებაა შესული.

სტატია სათაურით - „ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში, შესაძლოა, ბინები ქირით გაიცეს“ რედაქციამ უკვე მოხსნა ვებ-გვერდიდან. აქვე, ქუთაისიპოსტი მოუწოდებს მერიის პრესსამსახურს, ითანამშრომლოს საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტებთან და გასცეს სრული ინფორმაცია, იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.