ახალი ამბები
საქართველოში 2016 წელს აივ-ინფექციის 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ქუთაისში, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე აქცია გაიმართა.

წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილური ლაბორატორია მოეწყო, სადაც მსურველებს აივ ინფექციასა და ჰეპატიტზე უფასო ტესტირების შესაძლებლობა მიეცათ.

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლიდან უნივერსიტეტის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილება საინფორმაციო ბეჭდვით მასალები დაარიგეს.

წერეთლის უნივერსიტეტში, ასევე, დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა. მთავარი გმირი, შიდსით დაავადებული ადამიანი, დაავადებასთან ბრძოლის საკუთარ ისტორიას და სტიგმის შემთხვევებზე საუბრობს, რასაც მის ცხოვრებაში ჰქონდა ადგილი.

აქციებს ორგანიზება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი გზა", "თანადგომა", "ჰერა XXI" და "დასაქმებისა და განვითარების ცენტრმა" გაუწიეს.

"ინფიცირების გამოვლენა არის მზარდი. 2016 წლისთვის საქართველოში 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო. მთლიანად კი, გამოვლენილია ინფიცირების 6000 შემთხვევა, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია", - აღნიშნა არასამთავრობო ორგანზიაცია "რუბიკონის" წარმომადგენელმა, ზაზა ქარჩხაძემ.

როგორც აქციების ორგანიზატორები აღნიშნავენ, აივ-ინფექციის შეჩერება შესაძლებელია. ამისთვის კი საჭიროა, აივ-ზე ნებაყოფლობით ტესტირების გაზრდა და მკურნალობის პროგრამით მოცვის გაფართოება, რათა 2020 წლისთვის ინფიცირებულთა 90% დროულად გამოვლინდეს და მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.