ახალი ამბები
2016 წელს იმერეთში შიდსით ინფიცირების 780 შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, იმერეთში შიდსით ინფიცირების 780 შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყების სტატისტიკის თანახმად, დაავადების გავრცელების კუთხით, ქვეყნის მასშტაბით იმერეთი მესამე ადგილზეა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრის მონაცმებით, აივ ინფექციის ყველაზე მეტი 2 058 შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული. მეორე ადგილზეა სამეგრელო. მიმდინარე წელს რეგიონში აივ ინფექციის 809 შემთხვევა დაფიქსირდა.

მეოთხე ადგილზეა კი აჭარა, სადაც 695 შემთხვევაა რეგისტრირებული.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში შიდსით ინფიცირების 6038 შემთხვევაა რეგისტრირებული. ინფიცირებულთა შორის 4486 მამაკაცია, ხოლო 1552 ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

შიდსი განუვითარდა 3354 პაციენტს, 1184 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე 3 550 პაციენტი იმყოფება, მათგან 401 აფხაზეთში.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანი ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (44.7%) და დაუცელი სქესობრივი კავშირებია (52.4%), მათ შორის 8.8% ჰომოსექსუალური კავშირი სახელდება.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი "შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის" მიერ ფინანსდება.

სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფილია: სამედიცინო სერვისების მიწოდება, დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელება.

2015 წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო და განახორციელა არვ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა.

2016-2018 წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას, რადგან "გლობალური ფონდის" დაფინანსება ამ პერიოდის შემდეგ შემცირდება.

1 დეკემბერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შიდსის მსოფლიო დღედ 1987 წელს გამოაცხადა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.