ახალი ამბები
ჭიათურის დრამატულ თეატრში სცენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
FaceBook
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია.

ქალაქის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამუშაოებს შპს "ვერნიცკი & კომპანი" აწარმოებს.

დრამატული თეატრის სცენის რეაბილიტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება სცენა და დამონტაჟდება მისი მბრუნავი კონსტრუქციის ახალი საყრდენი მექანიზმი. ასევე, განახლდება ტექნიკური აღჭურვილობაც, მათ შორის, გახმოვანების აპარატურა.

სამუშაოებში მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივები სცენის დეკორატორები და მხატვრებიც არიან ჩართული.

ჭიათურის სახელმწიფო თეატრის სცენას რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია.

აღდგენითი სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი
ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
12:43 / 04.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.