ახალი ამბები
ქუთაისელი და თბილისელი კალათბურთის ფანები ერთმენეთს ქუჩაში დაუპირისპირდნენ (ფოტო)
FaceBook

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ქუთასის საკალათბურთო გუნდ "ქუთაისსა" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.



სიტუაციის განმუხტვა საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

"დილიდან იკრიბებოდნენ საკალათბურთო გუნდების გულშემატკივრები. იყო სიტყვიერი დაპირისპირება, ვიდრე ფიზიკურად დაუპირისპირდებოდნენ. ადგილზე მოვიდა პატრული," – ამბობს თვითმხილველი.


მისი ინფორმაციით, გამსახურდიას ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში სუპერლიგის თამაშის ჩაშლის მიზეზი გახდა მაყურებელთა მიერ პარკეტზე მკვრივი საგნების - სანთებელებისა და სითხით სავსე პოლიეთილენის ბოთლების სროლა.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტი და სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

26-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მეორე ადგილზე მყოფი "ქუთაისი" და ერთპიროვნული ლიდერი "დინამო" ხვდებოდნენ. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთითა და 58 წმ-ით ადრე, მაშინ, როცა ანგარიში იყო 68:56 სტუმართა სასარგებლოდ, მატჩი ჩაიშალა.


 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომავალი წლიდან, საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ
იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი
წელი.
12:47 / 02.12.2025
მომავალი წლიდან, საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი.
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასწავლო
გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის, მნიშვნელოვანია,
სასკოლო პროცესში,  მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა.
12:38 / 02.12.2025
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის, მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში,  მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.