ახალი ამბები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი "ფეისბუქის" მომხმარებლებს აფრთხილებს
FaceBook
"გაიგე ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად" - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ გახდეთ ამ და სხვა მსგავსი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი.

უწყებამ მოქალაქეების შესახებ გაფრთხილებას ავრცლებს.

"თუ საიტის მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებთ, ვებგვერდი მოიპარავს პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას თქვენი ფეისბუქ-ანგარიშიდან, გააგზავნის მესიჯებს თქვენი სახელით, მოიპოვებს თქვენი ფოტოების გამოყენების უფლებას, დაპოსტავს თქვენს მაგივრად და არავინ იცის რაში გამოიყენებს თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას.

და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ მაინც ვერ გაიგებთ, "ვინ სტუმრობს თქვენს პროფილს ყველაზე ხშირად". "ფეისბუქმა" არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთი მომსახურების მიღება საიტიდან შეუძლებელია. თუკი რაიმე სახის ციფრებს ან ინფორმაციას გამოგიგზავნიან, ის გაყალბებული იქნება.
სამაგიეროდ, საიტი შეძლებს გამოიყენოს თქვენი ანგარიში საკუთარი ინტერესებისთვის, დააგზავნოს ვირუსები თქვენი სახელით, დაალაიქოს სხვადასხვა გვერდი თქვენს ნაცვლად, გაგაწევრიანოთ სხვადასხვა არასასურველ ჯგუფში (ხვალ შეგიყვარებ დღეს არ მცალია, ყველაზე ლამაზები, როგორ ვიშოვოთ ფული 5 წუთში და ა.შ.) გამოიყენოს თქვენი ფოტოები ყალბი პროფაილის (fake-profile) შესაქმნელად და იმოქმედოს თქვენი სახელით.

ასეთი საიტების მსხვერპლად ქცევა დაგაზარალებთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს მეგობრებსაც. დიდი ალბათობით, აპლიკაცია თქვენი მესინჯერის გამოყენებით სპამს გაუგზავნის თქვენს ფრენდებს და შეიძლება ისინიც ჩაითრიოს ამ სქემაში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ ყურადღებით დააკვირდეთ, რა სახის მომსახურებას გთავაზობთ ესა თუ ის საიტი ან აპლიკაცია და რის სანაცვლოდ. არ მისცეთ საეჭვო გვერდებსა და აპლიკაციებს იმის უფლება, რომ მოიპოვონ წვდომა თქვენს ანგარიშზე, e-mail-ზე, ინბოქსზე, დაპოსტონ თქვენს ნაცვლად და დაგაზარალონ თქვენ და თქვენი მეგობრები.

იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები ონლაინ, უფრო დეტალურად შეგიძლიათ ამ ლინკზე წაიკითხოთ: https://goo.gl/MHfMgi," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გაავრცელა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.