ახალი ამბები
ქუთაისში საზაფხულო ბანაკის ლიდერ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "რეგიონული განვითარების რესურცენტრმა" წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

ისინი იმ სტუდენტებს გადაეცათ, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისიდან აგვისტოს თვეში საზაფხულო ბანაკში მონაწილეოდნენ.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ბანაკში თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებიც ჩაერთვნენ.

საზაფხულო ბანაკის პროექტი სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვისაა გათვალისწინებული. თუმცა, ლიდერი მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.

მოხალისე ახალგაზრდები ბანაკისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ "ჟურნალისტები რეგიონის განვითარებისთვის" შეარჩია, რომელიც პროექტის პარტნიორია.

"მოხალისეთა ინსტიტუტი საქართველოში უკვე ფეხს იკიდებს. ამას ძალიან მივესალმებით. ჩვენი ორგანიზაცია ამ სფეროში სერიოზული წვლილის შეტანას აპირებს და ეს თანამშრომლობაც ამის დასტურია", –ამბობს პროექტის პარტნიორი და "ჟურნალისტები რეგიონის განვითარებისთვის" თავმჯდომარე, ნანა შენგელია.

შეხვედრაზე, ასევე, იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს, რომელიც ბანაკის მიმდინარეობისას გამოიკვეთა.

"3 000–მა ახალგზარდამ მიიღო მონაწილეობა ბანაკში. ლიდერი მონაწილები, რომლებიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გახლდნენ, არაჩვეულებრივად გაართვეს თავი თავინთ პასუხისმგებლობას და აქტიურად იმუშავეს", – ამბობს "რეგიონული განვითარების რესურცენტრის" დირექტორი, სოფო კირთაძე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი თბილისის მერია გახლავთ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.