ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა წყალტუბო და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა
FaceBook

წყალტუბოში, თბილისის ქუჩაზე მდებარე #3 მრავალსართულიან კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.



ასევე, სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში საყულიასა და ოფშკვითში 280 სათბური დაზიანდა.


სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში კი, უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგების დამთვლელი შესაბამისი კომისია შექმნილია.

ძლიერი ქარის შედეგად, პრობლემები იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეიქმნა.

სამტრედიაში ძლიერმა ქარმა მრავალსართულიან კორპუსებს გადახადა სახურავები, ასევე, ერთი ბაღის შენობის სახურავი არის ნაწილობრივ დაზიანებული და მოთხრილია ხეები.

თერჯოლაში ყოფილი რიტუალების სახლს სახურავი დაზიანდა, ხოლო ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, ცენტრალურ გზაზე ხე წაიქცა. დაზიანებულია 10 სათბური, სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში, აღმოსავლეთის მიმართულების, 30მ/წმ–ის სიჩქარის ქარი ფიქსირდება.

უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი მიმდინარე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება, ხოლო 24 ნოემბრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +9 – + 14° იქნება.

 


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი
შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%)
- კაცი.
12:28 / 25.06.2025

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი.

ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების
ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.
11:08 / 25.06.2025
ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.