ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო ქუთაისის საჯარო სკოლებში გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდა
FaceBook
ქუთაისში ძლიერმა ქარმა, საბავშვო ბაღების მსგავსად, პრობლემები საჯარო სკოლებსაც შეუქმნა.

ქალაქში არსებული 38 საჯარო სკოლიდან ამ დროისთვის ელექტროენერგია შვიდ სკოლაში (#6; #22; #23; #26; #7,#8) არ არის. უდენობის გამო, სკოლებში ცენტრალური გათბობა არ მუშაობს.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, უამინდობის გამო სასწავლო პროცესი 5 წუთით შეამცირეს.

"არამგონია სასწავლო პროცესი გადავდოთ. არ არის ისეთი სიცივე, რომ სასწავლო პროცესი გადავდოთ. გაკვეთილების პერიოდის შემცირება 5 წუთზე მეტი დროით არ შეგვიძლია," - ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, ძლიერი ქარის გამო იმერეთში ავარიულად 40 ფიდერი გაითიშა. ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრის 112–ის ინფორმაცით, მიმდინარე წლის 20 ნოემბრის ღამის საათებიდან ამ დრომდე იმერეთის რეგიონიდან 150, ქუთაისიდან კი 70 შეტყობინება შევიდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
11:02 / 31.10.2025
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა
კირთაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების
რეფორმის კონცეფცია საჭირო და აუცილებელია.
10:49 / 31.10.2025

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა კირთაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია საჭირო და აუცილებელია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.