ახალი ამბები
ქუთაისის მერია – ზარალის დათვლა ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება
FaceBook
ქუთაისის მერიამ,  ძლიერი ქარის გამო, ქალაქში შექმნილ პრობლემებზე, დროული რეაგირების მიზნით, ცხელი ხაზი აამოქმედდა. მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ ადგილობირვ თვითმმართველობას ცხელი ხაზის საშუალებით ნომერზე 24 26 51 დაუკავშირდნენ.  

ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დაზიანებული ინფრასტრქტურა  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ  მოინახულა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ,  ზარალის დათვლა კი ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება, რადგანაც მუშაობა ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის მერია შესაბამისად დაეხმარება.

ქუთაისში, ძლიერმა ქარმა მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, თამარ მეფის ქუჩაზე კი ტაძრის ხარაჩოდან ჩამოვარდნილმა ფიცარმა ქალს თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ძლიერი ქარის გამო,  საგანგებო სიტუაციების სამსახურში ქუთაისისდან 70 შეტყობინება შევიდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.