ახალი ამბები
გელათში ვიზიტორთა ცენტრი მომავალ წლამდე არ გაიხსნება
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრი მომავალ წლამდე არ გაიხსნება.
ტყიბულის გამგებელი,  რობინზონ გვენეტაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ცენტრის  მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.  

"სრულდება უკვე იქ მოწყობა და იანვარში უნდა გაიხსნას",-ამბობს რობინზონ გვენეტაძე.

ტყიბულის გამგებელი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 24 ივლისს, ქუთაისიპოსტთან საუბარში  აცხადებდა,რომ გელათში ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდებოდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია  ანალოგიური ცენტრის გახსნის თარიღი მოწამეთაში.

რობინზონ გვენეტაძის თქმით, მოწამეთას  ცენტრისთვის პროექტიც არ არსებობს.

"რეგიონალური განვითარების ფონდს აქვს  პროექტირებაზე ტენდერი  გამოცხადებული და ჯერ არ დასრულებულა",-ამბობს რობინზონ გვენეტაძე.

მოწამეთაში საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, რისთვისაც რეგიონალური განვითარების ფონდი 60 000 ლარს დახარჯავდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით
ემუქრება.
16:39 / 13.08.2025

რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის
მოწყობა ამ დრომდე გრძელდება, მაშინ როცა, სამუაოები ჯერ კიდევ ორი
წლის წინ უნდა დასრულებულიყო.
13:26 / 13.08.2025
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობა ამ დრომდე გრძელდება, მაშინ როცა, სამუაოები ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.