ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტში ვიცე–სპიკერები აირჩიეს
FaceBook
საქართველოს პარლამენტის მე–9 მოწვევის დეპუტატებმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.

120 ხმით 2-ის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გახდა.

"ქართულ ოცნების" მიერ დასახელებული ორი ვიცე-სპიკერის ხმები ასე გადანაწილდა: ზვიად ძიძიგური 129 ხმით 2-ის წინააღმდეგ, ხოლო გია ვოლსკი 129 ხმით 3-ის წინააღმდეგ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე სერგი კაპანაძე წარადგინა, რომელსაც მხარი 94–მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 კი წინააღმდეგი გახლდათ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ილია ნაკაშიძე გახდა. მის კანდიდატურას მხარი 131–მა პარლამენტრმა, არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა.

"პატრიოტთა ალიანსიდან" ირაკლი კობახიძის მოადგილედ, 106 ხმით 24-ის წინააღმდეგ, ირმა ინაშვილი აირჩიეს.

საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტში, ასევე, 5 ფრაქცია შეიქმნა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი არჩილ თალაკვაძე გახდა.

მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 115 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 27 დეპუტატი ჰყავს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 6 დეპუტატისგან შედგება "პატრიოტთა ალიანსი".

რაც შეეხება "თოფაძე - მრეწველებს", პარტიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. ასევე, პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს საინიციატივო ჯგუფის სახელით არჩეულ სალომე ზურაბიშვილს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.