ახალი ამბები
ქუთაისში ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სოციალური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისში, "თიბისი არტ გალერეაში", "მრავალფეროვნების სკოლის" მონაწილეების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული სოციალური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

თემები მონაწილებმა რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე შეარჩეს.

"ეს პროგრამა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩასართავად და რეგიონებში პოზიტიური ცვლილებების მოსახდენად. პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები ახალქალაქში, ახალციხეში, ბოლნისში, თელავში, თეთრიწყაროში, გორში, მარტვილში, სენაკში, ქუთაისსა და ბათუმში", – ამბობს "მრავალფეროვნების სკოლის" პროგრამის კოორდინატორი, თამარ ძაგანია–ბარამიძე.

პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, 18–დან 24 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც თემაზე ჯგუფურად მუშაობდნენ.

"ჩვენი პროექტი "ცვლილება იწყება შენით" მარნეულის თემში განხორციელდა. სხვადასხვა სახის ტრენინგები ჩავუტარეთ თანატოლებს და გავუზიარეთ ერთმანეთს ინფორმაცია", – ამბობს მადონა არათანაშვილი.

"მრავალფეროვნების სკოლა" საგანმანათლებლო, აქტიური მოქალაქეობის პროგრამაა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

ფორუმის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა".



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი
შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%)
- კაცი.
12:28 / 25.06.2025

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი.

ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების
ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.
11:08 / 25.06.2025
ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.