ახალი ამბები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ბიუროში მხარდამჭერების დასაქმებას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ამ დროისთვის არ იციან, სად განთავსდება მათი ბიუროები, ისევე, როგორც ინფორმაცია არ აქვთ დაფინანსებაზე.


მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ აქვს შერჩეული ბიუროს მდებარეობა, თუმცა, იცის, რომ მაჟორიტარის ბიუროში მის მხარდამჭერებს დაასაქმებს.

"ვიფიქრებ იმაზე, რომ ჩემი გუნდის წევრები, რომლებიც მეხმარებოდნენ არჩევნების დროს,  შეადგენენ ამ ბიუროს და მოსახლეობის სურვილებს განვახორციელებ," – აღნიშნავს გენადი მარგველაშვილი.

"რაც მთავარია, ქუთაისში ვიქნებით," – აცხადებს ქუთაისის მაჟორიტარი, დიმიტრი მხეიძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სამივე მაჟორიტარის ბიუროს განთავსება არ მოხდება.

ქალაქის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით კი, ის განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ დააყენებს, თუმცა სურვილი აქვს, ოფისი მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარეობდეს.

"საკმაოდ დიდი ოქლია და ისეთ ადგილზე უნდა იყოს, სადაც მოსახლეობას მარტივად შეეძლება მოსვლა," – ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

ქუთაისს მე-9 მოწვევის პარლამენტში ერთის ნაცვლად სამი მაჟორიტარი ყავს. ამ დრომდე მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის
მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი
შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%)
- კაცი.
12:28 / 25.06.2025

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი.

ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების
ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.
11:08 / 25.06.2025
ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.